პროგრამის აღწერა

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მონაწილეები გაივლიან საგანგებოდ მათთვის შექმნილ ტრენინგების კურსს -„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ და გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ბიზნეს პროექტები (საინვესტიციო მემორანდუმი). 

სწავლება ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს. 

პირველ დონეზე მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.

მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ კურსს (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ შეფასების კომისიასთან და საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“

კურსის ბადე 

1 ნაწილი : 

  • გაცნობა 
  • აქტივობა (ბიზნესი ერთი დღით) 
  • თემა: უნარები და ინსტრუმენტები

2 ნაწილი : 

  • თემა : ბიზნეს მოდელი
  • თემა : პროდუქტის და ბაზრის თაავსებადობა 
  • თემა : ურთიერთობა მომხმარებელთან და შემოსავლები 
  • თემა : რესურსები და პარტნიორები 

3 ნაწილი : 

  • პრაქტიკული : ბიზნესმოდელის პრეზენტაცია 
  • პრეზენტაცია : დასკვნითი სესია - საინვესტიციო წინადადებები ~

4 ნაწილი : 

  • ფასილიტატორის დამატებითი რესურსები 

კურსის დეტალების გასაცნობად გთხოვთ გადახვიდეთ ვიდეო გაკვეთილებში, სადაც თითოეული ვიდეო გაკვეთილის ქვეშ მოცემული ლინკით, გადახვალთ კურსის დეტალურ პროგრამაზე.