დაფინანსება

YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების კურსის გავლის შემდეგ მონაწილებს საშუალება აქვთ დაწერონ ბიზნეს პროექტი და მიიღონ თანადაფინასება 2,500 დოლარის ფარგლებში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალისგან. ეს არის ორწლიანი უპროცენტო სესხი, რომლის დაბრუნებაც ხდება 2 წლის შემდეგ. დამფინანსებელი იტოვებს სესხის წილად კონვერტირების უფლებას. მსესხებლის მიერ უპროცენტო სესხის წილად კონვერტირება ითვალიწინებს საწარმოში მინორიტარული წილის, კონკრეტული _%-ის (პროცენტი დგება შეთანხმებისამებრ) გამსესხებლის საკუთრებაში გადაცემას. აღსანიშნავნია, რომ გამსესხებლის ინტერესია ხელი შეუწყოს მსესხებლის ბიზნესის განვითარებას, ამიტომაც კონვერტაციის უფლების გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ჩაითვლება წარმატებულად მსესხებლის მიერ. წარმატებულია ბიზნესი თუ ის წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით გასულია მოგებაზე. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი წარუმატებელია, მეწარმე არ აბრუნებს თანხას. ბენეფიციარს აქვს 2 წელი იმისთვის, რომ თანხა მიზნობრივად გახარჯოს და განახორციელოს თავისი ბიზნეს პროექტი. ამ დროის მანძილზე მიმდინარეობს მენტორინგი და ასევე მონიტორინგი. მონიტორინგის საფუძველზე ხდება უკვე იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იყო ბიზნესი და რა ფორმით მოხდება ან არ მოხდება თანხების თუ ამ თანხებით შეძენილი აქტივების დაბრუნება.