ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავხდე პროგრამის მონაწილე?

მეწარმეთა სკოლაში მიღების გამოცხადების შემდეგ, მონაწილეების შერჩევა მიღებული აპლიკაციების და გასაუბრების საფუძველზე ხდება

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?

კანდიდატს უნდა  ჰქონდეს მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე. ასევე  იყოს 16–დან  28 წლამდე.

რას შევისწავლი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში?

მეწარმეთა სკოლაში თქვენ შეისწავლით:

  1. მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
  2. როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
  3. "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნას;
  4. ბიზნეს პროექტის წერას;
  5. ფინანსურ დაგეგმარებას.


რამდენი ხანი გრძელდება სწავლა?

ტრენინგ კურსი ორ თვიანია და შედგება ორი დონისგან.

პირველი დონე მოიცავს 6 სატრენინგო სესიას (3-4 საათია თითო სესია); მონაწილეები გაივლიან ზოგად კურს მეწარმეობაში. 

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეის გარდაქმნას ბიზნეს მოდელად. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს 2 დღიან ინტენსიურ კურსს. 

რომელ ქალაქებში წარიმართება პროექტი?

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ტრენინგ კურსები ჩატარდება საქართველოს 7 ქალაქში : თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში სწავლა ფასიანია თუ არა ?

სწავლა უფასოა

მაქსიმუმ რა თანხით დაფინანსდება წარმატებული იდეის ავტორი?

თითეული იდეის ავტორი  მიიღებს დაფინანსებას 2500 დოლარი ფარგლებში.  ზუსტი თანხის მოცულობა განისაზღვრება  ბიზნეს იდეის საჭიროებიდან გამომდინარე

როგორია მიღებული თანხის დაბრუნების პირობები?

ბიზნესის წარმატების შემთხვევაში მეწარმე აბრუნებს მიღებულ თანხას ან ახდენს საწარმოში მინორიტარული წილის, კონკრეტული _%-ის (პროცენტი დგება შეთანხმებისამებრ) გამსესხებლის საკუთრებაში გადაცემას.   წარმატებულია ბიზნესი თუ ის წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით გასულია მოგებაზე.

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი წარუმატებელია, მეწარმე არ აბრუნებს თანხას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
დაფინანსება - ბმული