დაიწყო პროგრამა YES-Georgia-ს მნიშვნელოვანი კომპონენტი - BUZZ-Georgia აპრილი 27, 2020

დაიწყო პროგრამა YES-Georgia-ს მნიშვნელოვანი კომპონენტი - BUZZ-Georgia, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ფინანსური, სამეწარმეო და ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. 

ონლაინ რეჟიმში BUZZ-Georgia-ს მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის 25 ტრენერი მზადაა მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

2024 წლისთვის, YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა. 

USAID/Georgia-ს პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი. 

მსგავსი სიახლეები

yesgeo5.jpg

სტარტაპ კვირეული

ივნისი 28, 2018

27-28 ივნისს სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში პრეზენტაციები გაიმართა. სტარტაპ კვირეულის მიზანი ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემების მოთამაშეები ე

იხილეთ ვრცლად
Capture.PNG

კანდიდატების მიღება დაიწყო

თებერვალი 05, 2020

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზ

იხილეთ ვრცლად
70463257_2376238659134413_3490231656139194368_n.png

USAID YES-Georgia პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგ კურსს „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ - განცხადებების მიღება დაიწყო

აგვისტო 26, 2020

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კ

იხილეთ ვრცლად
მარიამ ბახტიძე.png

ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა „Be Entrepreneurial”

ივლისი 31, 2020

პროგრამა YES-Georgia (ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში)  მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების და ქალებისთვის თვითდასაქმებისა და დასაქმების შ

იხილეთ ვრცლად