ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის შესაკავებლად მარტი 19, 2020

გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება.

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი კრისტალი, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს ონლაინ ჰაკათონს. 

ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად კრისტალი გამოყოფს სასტარტო დაფინანების სპეციალურ ფონდს 50,000 ლარის მოცულობით. 

ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში. 

ბიზნეს-იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:59 საათი. 

შერჩეული გუნდები დასახელდება 26 მარტს 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ექსპერტები. Pitching სესია გაიმართება კვირას, 29 მარტს 17:00 საათზე, რომლის შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული იდეები/გუნდები. 

ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 

კონკურსის ძირითადი პირობები:

სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენს 5,000 ლარს (შესაძლებელია ეს იყოს უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება);

იდეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:

* სამედიცინო გადაწყვეტები;

* საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი;

* სოციალური დისტანცირებისა და თვით-იზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები;

* ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები;

* სხვა პროექტი, რომელიც დაეხმარება COVID-19-ის შეკავებას.

მსგავსი იდეების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს გუნდების ერთმანეთთან დაკავშირება. 

ჰაკათონის მთელი პროცესი და Pitching სესია წარიმართება ონლაინ. 

მონაწილეთა მინიმალური ასაკი შეადგენს 18 წელს. ბიზნეს-იდეის აღწერაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპზე COVID-19-ის პრევენციისთვის მოქმედი სავალდებულო წესების დაცვის გეგმა.  

ბიზნეს-იდეების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. 

 

მსგავსი სიახლეები

მარიამ ბახტიძე.png

ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა „Be Entrepreneurial”

ივლისი 31, 2020

პროგრამა YES-Georgia (ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში)  მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების და ქალებისთვის თვითდასაქმებისა და დასაქმების შ

იხილეთ ვრცლად
19264460_1587774124575581_3738561682445478244_o.jpg

ახალგაზრდა მეწარმეთა ფესტივალი

მარტი 23, 2018

22 მარტს თბილისი მოლში მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. “მეწარმეთა სივრცეში”  წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები, რომლების უმრავლესობამ ახალი უნარჩვევებ

იხილეთ ვრცლად
yesgeo5.jpg

სტარტაპ კვირეული

ივნისი 28, 2018

27-28 ივნისს სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში პრეზენტაციები გაიმართა. სტარტაპ კვირეულის მიზანი ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემების მოთამაშეები ე

იხილეთ ვრცლად
Capture.PNG

კანდიდატების მიღება დაიწყო

თებერვალი 05, 2020

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზ

იხილეთ ვრცლად